|
2017-07-19 16:04:39, 2025 ნახვა
პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრი „ამბასადორიალი 2017“-ზე სიტყვით გამოვიდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებაზე სიტყვით გამოვიდა. „თავდაცვის რეფორმა და საქართველოს თავდაცვის სისტემის ნატოსთან თავსებადობა“ - ამ სახელწოდების მოხსენებით წარსდგა ლევან იზორია დიპლომატებისა და მოწვეული სტუმრების წინაშე. სიტყვით გამოსვლისას, მან ყურადღება თავდაცვის უწყების საგარეო პრიორიტეტებზე გაამახვილა. ასევე, მოხსენებაში ორი ასპექტი გამოყო: თავდაცვისუნარიანობის, სამხედრო მზადყოფნის გაძლიერება და ქვეყნის მდგრადობის უზრუნველყოფა. თავდაცვის უწყების ხელმღვანელმა ნატოს ბუქარესტის, უელსისა და ვარშავის სამიტებზე საქართველოსთან მიმართებაში მიღებულ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა. ამ კონტექსტში თავდაცვის მინისტრმა ყურადღება ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხებზე გაამახვილა. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო რჩება ერთგული ნატოს წინაშე აღებული ვალდებულებების და განაგრძობს საერთაშორისო მისიებში სამშვიდობო კონტრიბუციას. თავდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლაში აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხებს განსაკუთრებული ადგილი დაუთმო და თავდაცვის მზადყოფნის პროგრამისა (GDRP) და საბრძოლო მზადყოფნის სასწავლო ცენტრის შესახებ ისაუბრა. მინისტრმა თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე, შეკავების პოლიტიკაზე, თავდაცვის ბიუჯეტის სწორ გადანაწილებაზე, სამეზობლო პოლიტიკასა და რეგიონულ უსაფრთხოებაზე ისაუბრა. მან დიპლომატებს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმებიც გააცნო. თავდაცვის მინისტრმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს დასავლურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. მოგვიანებით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დიპლომატების კითხვები რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების საკითხებს შეეხო. პანელზე - „ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია“, თავდაცვის მინისტრთან ერთად, გამომსვლებებს შორის იყვნენ - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, ასევე პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა. აღმასრულებელი და საკანონმდებლო სტრუქტურების წარმომადგენელთა მოხსენებების მთავარი თემა ალიანსთან პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობის დინამიკა, ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების შესახებ სტრატეგიული კომუნიკაცია და ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაცია იყო. პანელის მიმდინარეობას საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება - „ამბასადორიალი 2017 - შედეგზე ორიენტირებული დიპლომატია ტურბულენტურ გარემოში“ ოფიციალურად 18 ივლისს გაიხსნა და 21 ივლისს დასრულდება.
(NS)
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)