2017-07-19 15:57:00, 2339 ნახვა
საზოგადოება
პეტრო პოროშენკო მესტიას ესტუმრა
საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ოჯახთან და დელეგაციის წევრებთან ერთად მესტიას ეწვია.
უკრაინის პრეზიდენტს მესტიაში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად უმასპინძლეს.
პეტრო პოროშენკო მარგიანების სახლ-მუზეუმს ეწვია და სვანური, ტრადიციული კოშკი დაათვალიერა.
უკრაინის პრეზიდენტს სვანეთში მახშვის სკამი უსახსოვრეს.
დღესვე უკრაინის პრეზიდენტი ბათუმში გაემგზავრება, სადაც საინვესტიციო ფორუმში საქართველოს პრეზიდენტთან ერთად მიიღებს მონაწილეობას.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან