2017-07-19 14:20:45, 2261 ნახვა
საზოგადოება
დიმიტრი ქუმსიშვილმა აზერბაიჯანში „მარადიული ცეცხლის მემორიალი“ გვირგვინით შეამკო
აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საბაჟო ადმინისტრაციათა უმაღლესი დონის სამმხრივ შეხვედრაში მონაწილეობს, დელაგაციის ხელმძღვანელებთან ერთად, აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის, ზარიფა ალიევას საფლავები გვირგვინით შეამკო.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, დელეგაციათა ხელმძღვანელები, აგრეთვე იმყოფებოდნენ მარადიული ცეცხლის მემორიალთან "შეჰიდების ხეივანში", სადაც პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან