00:16 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-18 18:14:03, 2331 ნახვა

საზოგადოება
პეტერბურგის მახლობლად, მეორე მსოფლიო ომში დაკარგული ქართველი მეომრის, ხუტუ მიმინოშვილის ნეშტი აღმოაჩინეს

რუსეთში, პეტერბურგის მახლობლად, მეორე მსოფლიო ომში დაკარგული ქართველი მეომრის - ხუტუ ნიკოლოზის ძე მიმინოშვილის ნეშტი აღმოაჩინეს.

სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, 13 მეომრის ნეშტიდან ერთ-ერთს ჯიბეში კოვზი აღმოაჩნდა წარწერით „ხუტუ“ და სწორედ აღნიშნულმა განაპირობა ვინაობის დადგენა.

ქართველ მეომარს კუკიის საგვარეულო სასაფლაოზე 23 ივლისს დაკრძალავენ.

„აბაშის რაიონის კომისარიატის მიერ ხუტუ მიმინოშვილი გაწვეულ იქნა 1939 წელს. ქართველი მებრძოლი მონაწილეობდა საბჭოთა კავშირისა და ფინეთის ომში. 1919 წელს დაბადებული ჯარისკაცის კვალი მეორე მსოფლიო ომის დასაწყისშივე 1941 წლის აგვისტოში იკარგება. 2016 წელს ორგანიზაციამ „საძიებო რაზმი - ჩრდილო საზღვარი“ ქალაქ პეტერბურგის შემოგარენში აღმოაჩინა 13 მეომრის ნეშტი. მათგან ერთ-ერთს ჯიბეში ჰქონდა კოვზი წარწერით - ხუტუ. საარქივო მასალების გამოყენებით დადგინდა კოვზის მფლობელი მეომრის ვინაობა და ორგანიზაციის წევრები დაუკავშირდნენ ხუტუ მიმინოშვილის ოჯახის წევრებს ზუგდიდსა და აბაშაში. ნეშტი ხუტუ მიმინოშვილის ძმისშვილმა იოსებ მიმინოშვილმა გადმოასვენა საქართველოში. ქართველ მეომარს საპატიო ყარაულით და ზალპით, კუკიის საგვარეულო სასაფლაოზე, 23 ივლისს დაკრძალავენ დისა და ძმის გვერდით“, - ნათქვამია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics