04:16 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-18 16:41:47, 2681 ნახვა

ეკონომიკა
„ევექსმა“ 90 მილიონი ლარის, 5 წლიანი მოქმედების ვადის მქონე ადგილობრივი ობლიგაციების ემისია განახორციელა

„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ შვილობილმა კომპანიამ - „სამედიცინო კორპორაცია ევექსმა“, 90 მილიონი ლარის ღირებულების 5 წლიანი  ვადის მქონე ადგილობრივი ობლიგაციები გამოუშვა.

ობლიგაციების განთავსების აგენტია სს“ გალტ ენდ თაგარტი“. ობლიგაციების გაყიდვიდან მიღებული თანხა  ადგილობრივი კომერციული ბანკების მიმართ სასესხო ვალდებულებების რეფინანსირებასა და დაგეგმილ საინვესტიციო პროექტებს მოხმარდება. 

„მოხარული ვარ აღვნიშნო „გალტ & თაგარტ“-ის როლი საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის ობლიგაციის წარმატებით გამოშვებაში. „გალტ & თაგარტი“-ს მიზანია იყოს ამგვარი მომსახურების მუდმივი მიმწოდებელი, არა მხოლოდ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისთვის, არამედ მზარდი ქართული კომპანიებისთვის. მინდა მივულოცო ამ მნიშვნელოვანი ტრანზაქციის განხორციელება მთელს „გალტ & თაგარტ“ -ის და საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის გუნდის წევრებს“, - განაცხადა „გალტ & თაგარტ“ -ის აღმასრულებელმა დირექტორმა ოთარ შარიქაძემ.

“მოხარული  ვარ, რომ ევექსმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტრანზაქცია წარმატებით დაასრულა. ეს არის ლარში დენომინირებული ობლიგაციების ყველაზე მსხვილი ემისია ქართულ კორპორაციულ ბაზარზე (საბანკო ინსტიტუტების გარდა). აღნიშნული ტრანზაქცია კიდევ ერთხელ ადასტურებს ინვესტორების მაღალ ნდობას, როგოც ქართული ეკონომიკისა და ჩვენი ვალუტის მიმართ, ასევე  - „სამედიცინო კორპორაცია ევექსისადმი“, - აცხადებს საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის გენერალური დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics