2017-07-18 14:55:03, 2309 ნახვა
საზოგადოება
პეტრო პოროშენკომ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სახელმწიფო დელეგაციის წევრებთან ერთად თბილისში, გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.
გმირთა მოედანზე ასევე იმყოფებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი.
ცნობისთვის, პეტრო პოროშენკო საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით გუშინ ეწვია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან