00:16 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-18 13:24:18, 2152 ნახვა

საზოგადოება
გიორგი მღებრიშვილი სომხეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მინისტრს, დავიდ ტონიანს შეხვდა.

შსს-ს ინფორმაციით, გიორგი მღებრიშვილმა სტუმარს საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში მიმდინარე რეფორმა გააცნო და აღნიშნა, რომ ქართული მხარე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სამოქალაქო თავდაცვას, როგორც ეროვნულ, ასევე, საერთაშორისო დონეზე. შესაბამისად, შს სამინისტრო დიდ ყურადღებას უთმობს საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროს განვითარებას, სამართლებრივი და ინსტიტუციონალური ჩარჩოების დაცვით, ასევე, საუკეთესო უცხოური გამოცდილების გაზიარებას და თანამშრომლების ცოდნისა და კვალიფიკაციის ამაღლებას, სამაშველო ოპერაციების მიმართულებით.

შეხვედრაზე შს მინისტრმა კატასტროფებზე მზადყოფნის, რეაგირებისა და პრევენციის  კუთხით სამინისტროს შესაძლებლობების განვითარების მიზნით დაგეგმილ, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უნიფიკაციის, სტანდარტიზაციისა და მოდერნიზაციის 5-წლიან პროგრამაზე  ისაუბრა. როგორც გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, შსს-ში უკვე შექმნილია უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ადგილობრივი და  ევროკავშირის ექსპერტების დახმარებით, აღნიშნულ პროგრამას შეიმუშავებს.

შს მინისტრმა დავიდ ტონიანს უწყებაში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებიც გააცნო, მათ შორის, შსს-ს მაღალტექნოლოგიური და მულტიფუნქციური ერთობლივი ოპერაციების ცენტრი, რომელიც  საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის, დანაშაულზე ოპერატიულად რეაგირების და გამოძიების ხარისხის გაზრდას უზრუნველყოფს.

გიორგი მღებრიშვილმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა შსს-ს აკადემიის საერთაშორისო ტრენინგ-პროექტზეც, რომლის ფარგლებშიც, რეგიონისა და მეზობელი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან სხვადასხვა სტრატეგიულ საკითხზე ერთობლივი სწავლებები განხორციელდება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics