|
2017-07-18 13:12:09, 843 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და ქალთა ოთახებს შორის მემორანდუმი გაფორმდა
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და აჭარაში მოქმედ ქალთა ოთახებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის საფუძველზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აჭარის მუნიციპალურ სერვისებთან - „ქალთა ოთახებთან“ თანამშრომლობით, უზრუნველყოფს მოსახლეობის ინფორმირებას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებზე, სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროგრამებზე და მოსახლეობაში გაუწევს ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას. სამინისტროს ცნობით, მხარეები ითანამშრომლებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენებისათვის სოციალური დაცვის ღონისძიებების განსახორციელებლად. ქალთა ოთახები უზრუნველყოფენ სამიზნე ჯგუფებისა და მოსახლეობის ინფორმირებას სამინისტროს მიერ განხორციელებული პროგრამების შესახებ, მიაწვდიან სამინისტროს ინფორმაციას მოსახლეობაში გამოვლენილი პრიორიტეტული საკითხების შესახებ. მემორანდუმს ხელს მოაწერა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა და ქალთა ოთახების მენეჯერებმა. ახალი მუნიციპალური სერვისი - „ქალთა ოთახი“ „კავკასიის ალიანსების პროგრამის“ ფარგლებში აჭარაში პირველად 2015 წელს გაიხსნა. „ქალთა ოთახი“ - ეს არის საინფორმაციო-საკონსულტაციო სერვისი, ღია სივრცე შეხვედრებისა და ტრენინგების ჩასატარებლად, მისი მიზანია საზოგადოების ინფორმირებულობა და მათი ჩართულობის გაზრდა სხვადასხვა სოციალურ პროგრამებში. დღეს აჭარაში ექვსი ქალთა ოთახი ფუნქციონირებს. მხარეებს შორის თანამშრომლობას ფასილიტაციას უწევს „კავკასიის ალიანსების პროგრამა“, რომელსაც შვეიცარიის განვითარების ფონდის (SDC) დაფინანსებით არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი ქორფსი“ ახორციელებს.
(NS)
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალი სანქციები გავლენას ახდენს საქართველოში არსებულ კრიპტოპლატფორმებზე
ბრალდება წარედგინა კაცს, რომელმაც მარნეულში ცოლი დაჭრა, დედაზე კი იძალადა
ოდესაში დაკავებულია პირი, რომელიც რუსულ რაკეტებსა და დრონებს სამიზნეებს უთითებდა
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)