12:06 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-18 11:11:04, 2563 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
პრემიერი: დასავლეთისკენ გადადგმული ყოველი ნაბიჯი, რუსეთის მხრიდან აგრესიული ქმედებების მიზეზი ხდება

„ნათელია, რომ ჩვენს მიერ დასავლეთისკენ გადადგმული პრაქტიკულად ყოველი ნაბიჯი, რუსეთის მხრიდან ამგვარი აგრესიული ქმედებების მიზეზი ხდება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ამბასადორიალი 2017“-ის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარება კვლავ ძალიან მძიმეა.

„ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია კვლავაც რჩება საქართველოს განვითარების პროცესის უმნიშვნელოვანეს გამოწვევად. სამწუხაროდ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარება კვლავ ძალიან მძიმეა. რუსეთის ფედერაცია აგრძელებს მავთულხლართების და ბანერების უკანონო დამონტაჟებას. ნათელია, რომ ჩვენს მიერ დასავლეთისკენ გადადგმული პრაქტიკულად ყოველი ნაბიჯი ხდება რუსეთის მხრიდან ამგვარი აგრესიული ქმედებების მიზეზი“,-აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით,  საქართველოს პროფესიულმა დიპლომატიურმა ძალისხმევამ მოიტანა ის, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გარდამავალმა პერიოდმა ძალზე პროდუქტიულად ჩაიარა საქართველოსთვის.

„მაისის თვეში ვაშინგტონში ჩემმა ვიზიტმა და შეხვედრებმა ხელისუფლების უმაღლეს პირებთან, მათ შორის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან, სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონთან, სხვა მინისტრებთან, კონგრესემენებთან და სენატორებთან კიდევ ერთხელ ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები გახლავთ საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც მტკიცედ და ურყევად უჭერს მხარს საქართველოს საგარეო პოლიტიკურ მისწრაფებებსა და ჩვენი ქვეყნის შიდა განვითარების დღის წესრიგს. ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს უახლოეს მომავალში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის საქართველოში სტუმრობა. 2016 წელს საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული თანამშრომლობის ფორმატმა - „უორდროპის დიალოგმა" სტრატეგიული ფორმატის სახე შეიძინა“,-განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ოპოზიციის მორიგი ე.წ გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო, ეს არის ალბათ მეათე ე.წ. ფანჩატური, რომელსაც ქმნიან ხოლმე, მერე შლიან
კობახიძე - როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია
ბოჭორიშვილი: „თუ ვინმემ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის ამჟამინდელი ბიუროკრატია ბრიუსელში
ჰერჩინსკი: მალე გაირკვევა, საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ ბნელ წარსულს დაუბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics