2017-07-17 18:00:31, 2278 ნახვა
საზოგადოება
ე.წ. დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
ე.წ. დეზერტირების ხანძრის ტერიტორიაზე ხანძარი სრულად არის ლიკვიდირებული.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ხანძრის შედეგად 180 კვადრატული მეტრი ფართობის სასაწყობე მეურნეობის ტერიტორია დაიწვა.
მათივე ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
„ხანძარი სრულად ჩაქრა. 10 სახანძრო სამაშველო ჯგუფი - 50 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა ადგილზე. დაახლოებით დაიწვა 180 კვადრატული მეტრი ფართობი სასაწყობე მეურნეობის ტერიტორია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა“,-აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან