2017-07-17 12:06:03, 2693 ნახვა
საზოგადოება
„ქართველთა მარშის“ ჩატარება ბათუმშიც იგეგმება
თბილისის შემდეგ, „ქართველთა მარშის“ ჩატარება ბათუმშიც იგეგმება.
ამის შესახებ „ქართველთა მარშის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი ლადო სადღობელაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„ყურადღება!
- ეხლა ვიმყოფები ბათუმში. ხვალიდან ვაპირებ რამოდენიმე ეროვნულად მოაზროვნე ადამიანთან შეხვედრას და პირველ სამზადისს ბათუმში ”ქართველთა მარშისა” მოსამზადებლად.
- გვინდა ბათუმში ჩამოვაყალიბოთ საინიციატივო ჯგუფი ”ქართველთა მარშის” ჩასატარებლად! მსურველები შემეხმიანეთ პირადში!
- რაც მე დღეს ქუთაისის ქუჩაზე ვნახე ეს არის ამაზრზენია და მეტი არაფერი!“,-წერს სადღობელაშვილი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან