23:39 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-16 15:53:21, 2195 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ პატარაძემ თურქეთში ავარიის დროს დაშავებულები მოინახულა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მეუღლესთან სოფიო ბაკურიძესთან ერთად თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ერისიონის საბავშვო სტუდია ''ლამპრების'' წევრები მოინახულა. 

მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად საქართველოს მოქალაქეების მოსანახულებლად, ტრაპიზონში, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული იასინ თემისქანი მეუღლესთან ერთად იმყოფებოდნენ.

 მთავრობის წარმომადგენლები  დაშავებულთა მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ. ისინი ადგილობრივ ექიმებს და დაზარალებულთა ახლობლებს შეხვდნენ.

დაშავებულები ასევე ტრაპიზონის მერმა, ვოლქან ჯანალიოღლუმ მოინახულა.

დაშავებულები თავს კარგად გრძნობენ.

ორი დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი და ექიმთა შეფასებით, მათი მდგომარეობა სტაბილურია. იგეგმება ბავშვების საქართველოში გადმოყვანა. 

ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემთხევა დღეს ტრაბზონიდან 120 კილომეტრში, გირესუნის მახლობლად  მოხდა.

 ავტოავარიის შედეგად 38 ადამიანი დაშავდა. ცეკვის ანსამბლი გასტროლებზე ბულგარეთში მიდიოდა.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics