23:39 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-15 17:33:46, 2746 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის მინისტრი ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ზუგდიდში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის დადების - ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო.

მინისტრთან ერთად ზუგდიდში ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია და თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი იმყოფებოდნენ. თავდაცვის მინისტრს ტაძარში საჩუქრად ხატები გადასცეს.

15 ივლისს მართლმადიდებელი ეკლესია „დადებას პატიოსნისა სამოსლისა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისას ვლაქერნას“ ზეიმობს.

1990 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში მსახურება განახლდა. ყოველი წლის 15 ივლისს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართის შემოსვის მსოფლიო დღეს, ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში ტარდება წირვა-ლოცვა, ხდება კვართის გადმობრძანება დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმიდან. დღესასწაულზე კვართზე სამთხვევად ჩამოდის მთელი მსოფლიოს მართლმადიდებელი მრევლი.

 

(NS)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics