|
2017-07-15 12:37:25, 2690 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილმა „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში დაფინანსებული ახალი საწარმო გახსნა
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, შიდა ქართლის გუბერნატორთან კახა სამხარაძესთან და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორ მამუკა კვარაცხელიასთან ერთად, ქარელის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი თევზის გადამამუშავებელი საწარმო, შპს „ახალი თევზი“ გახსნა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული საწარმო „ერთიანი აგროპორექტის“ ფარგლებში შეიქმნა. უწყების ცნობით, „ახალი თევზი“ წლიურად 150 ტონა სხვადასხვა სახეობის თევზისა და ხიზილალას წარმოებას უზრუნველყოფს. საწარმოში 30 ადამიანია დასაქმებული. უახლოეს მომავალში მათი რიცხვი 65-მდე გაიზრდება. ამ ეტაპზე პროდუქციის 100% განკუთვნილია ადგილობრივი ბაზრისთვის, იგეგმება ექსპორტზე გატანაც. კომპანია „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის“ ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 1,500,000 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 249,081 აშშ დოლარი გრანტია, ხოლო 311,352 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტი. „სახელმწიფოს მხრიდან გამოყოფილი გრანტით შესაძლებელი გახდა ახალი გადამამუშავებელი საწარმოს შექმნა, რომელიც ზოგადად დარგს და თევზის წარმოებას მიეხმარება. გადამამუშავებელი სიმძლავრეების განვითარება არის პრინციპულად საჭირო, რომ ჩვენ სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სექტორს, მათ შორის, თევზის წარმოებას შევუწყოთ ხელი. დღეისათვის ჩვენს ბაზარზე, ძირითადად, იმპორტირებული თევზი და თევზის პროდუქტებია. ასეთი ტიპის საწარმოები ქვეყანაში თვითუზრუნველყოფის გაზრდას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, „ახალი თევზი“, რომელიც ერთ-ერთი პირველი თევზის გადამამუშავებელი ქართული საწარმოა, მნიშვნელოვანი სტიმული იქნება რეგიონში საკალმახე ფერმერული მეურნეობების განვითარებისთვის. აღსანიშნავია, რომ უახლოეს მომავალში კომპანია სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და USAID/REAP-ის მხარდაჭერით საერთაშორისო სტანდარტის ISO:22,000 აღებასაც გეგმავს. საერთაშორისო სტანდარტის საერთო ღირებულებიდან 30% ბენეფიციარს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ დაუფინანსა, 50%-ის დაფინანსებას USAID/REAP მოახდენს, ხოლო დარჩენილი 20%-ის გადახდას ბენეფიციარი თავად უზრუნველყოფს. შპს „ახალი თევზი“ სერტიფიკატს ნოემბრის თვეში აიღებს. 2013 წლიდან, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო სხვადასხვა პროექტს ახორციელებს ახალი საწარმოების შექმნის მიზნით. პროექტების ფარგლებში, შეღავათიანი სესხები გაიცემა როგორც ახალი საწარმოების შექმნისთვის, ასევე უკვე არსებულის გაფართოებისთვის. ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 750-ზე მეტი მოქმედი და 162 ახალი საწარმო, დასაქმდა 10 ათასამდე ადამიანი. სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს ერთიან აგროპროექტს, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის დარგში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
(NS)
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)