23:39 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-14 20:54:17, 2945 ნახვა

საზოგადოება
„ქართველთა მარში“ დასრულდა - აქციის მონაწილეები ხელისუფლებას ერთკვირიან ვადას აძლევენ

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე „ქართველთა მარში“ გაიმართა.

მსვლელობის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, სასწრაფო წესით იქნას მიღებული ახალი საიმიგრაციო კანონი და ყველა არალეგალის დეპორტირება მოხდეს.

აქციის მონაწილეებმა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ხელისუფლებას ერთკვირიანი ვადა მისცეს. როგორც მათ აღნიშნეს, წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო მასშტაბურ მარშს გამართავენ.

ადგილზე ასობით ადამიანი იმყოფებოდა. მათ სხვადასხვა შინაარსის ტრანსფარანტები ჰქონდათ მიტანილი: „დატოვონ საქართველო „მეძავობისთვის და პედოფილიისთვის ჩამოსულმა უცხოელებმა“; „ქართული საქართველოსთვის“ და სხვა.

აქციამ ინციდენტების გარეშე ჩაიარა. ადგილზე ასზე მეტი სამართალდამცველი იყო მობილიზებული.

შეგახსენებთ, „ქართველთა მარში“ აღმაშენებლის გამზირზე, 24-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო და მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე დასრულდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics