|
2017-07-14 18:46:29, 2579 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: InnovFin-ი ინოვაციური პროექტების დაფინანსების შესაძლებლობას იძლევა
ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) საქართველოს ბაზარზე ძალიან აქტიურია. ბანკი მხარს უჭერს ჩვენი მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის განვითარებას. სწორედ ამ მიმართულებით, რასაც ჩვენი ძირითადი ინფრასტრუქტურის განვითარება ჰქვია, ჩვენ ახალ, 250-მილიონ ევროიან ტრანშზე მოვაწერეთ ხელი. თუმცა, ამავე დროს, ევროპის საინვესტიციო ბანკთან გვაქვს მყარი შეთანხმება, რომ ისინი მხარს დაუჭერენ კერძო სექტორის განვითარებასაც. ამ მიმართულებით, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროექტია InnovFin-ის ფონდთან და მის გარანტიებთან წვდომა, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა პრეზენტაციის „მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსება საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკის საკრედიტო ხაზითა და InnovFin-ის გარანტიის პროგრამებით" დასრულების შემდეგ განაცხადა. პრეზენტაცია ბათუმში, „პროკრედიტბანკის" ოფისში გაიმართა და მას დაესწრნენ საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი, ევროპის საინვესტიციო ბანკის დირექტორი ჰაინც ოლბერსი, აგრეთვე დიპლომატიური წრეების წარმომადგენლები. პრეზენტაციაზე „პროკრედიტბანკის" წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს იმ პროექტების შესახებ, რომლებსაც ევროპის საინვესტიციო ბანკი მათი ბანკის მეშვეობით ახორციელებს, მათ შორის, InnovFin-ის ფარგლებში. "ინოვფინი" (InnovFin) არის ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფის მიერ შემოთავაზებული ინტეგრირებული და დამატებითი ფინანსური ინსტრუმენტებისა და საკონსულტაციო მომსახურებათა ერთობლიობა, რომელიც კვლევისა და ინოვაციის მთელ ღირებულებათა ჯაჭვს მოიცავს, რათა ხელი შეუწყოს ინვესტიციების განხორციელებას ყველგან, დაწყებული მცირე და დამთავრებული დიდი საწარმოებით. "ინოვფინის" მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის გარანტიის ინსტრუმენტი, საშუალებას მისცემს „პროკრედიტბანკს" 50 მილიონი ევროს მოცულობის სესხი გასცეს ნოვატორ კომპანიებზე მომდევნო ორი წლის განმავლობაში. „ეს არის წვდომა იაფ რესურსზე და შესაბამისად, საქართველოს კომერციულმა ბანკებმა, ისევე როგორც ეს გააკეთა„ პროკრედიტბანკმა", რისთვის მე მას მადლობას ვუხდი, უნდა გამოიყენონ ეს შესაძლებლობა," - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისი თქმით, „InnovFin-ი იძლევა ინოვაციური პროექტების დაფინანსების შესაძლებლობას. შესაბამისად, ამ პროექტს მოყვება ცოდნა და გამოცდილება. აგრეთვე ტექნიკური დახმარება, თუ როგორ უნდა მოხდეს ინოვაციური პროექტების დაფინანსება." კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელზეც პირველმა ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა, გარანტიებისა და თანაუზრუნველყოფის საკითხია, რომელსაც აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს. „სწორედ ეს პროექტი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ კომერციულ ბანკს შეუმციროს რისკები და შესაბამისად, ევროპული სტრუქტურა InnovFin-ი გამოვიდეს გარანტიის წარმომდგენი იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში კომერციულმა ბანკმა გასცენ სესხები," - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტარტაპებისა და ინოვაციური ბიზნესების დაფინანსება და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი ინსტრუმენტი, რომლითაც დღეს ევროპა მხარს გვიჭერს, რა თქმა უნდა, პარალელურად, სახელმწიფო პროგრამისა „სტარტაპ საქართველო", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა. (NS)
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)