|
2017-07-14 16:35:02, 1082 ნახვა
სამხედრო
წვევამდელებმა სატირეს მთაზე ფიცი დადეს
დღეს სენაკის რაიონში სატირეს მთაზე წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონია გაიმართა. დღეიდან ისინი ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის კადრირებული საშტაბო ასეულის შემადგენლობაში, 9 თვის განმავლობაში, ახალი სისტემით იმსახურებენ. მათ საბრძოლო მომზადების საათები ყოველდღიურად ექნებათ, ისევე, როგორც ამას საკონტრაქტო სამსახურში გადიან. სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეები სრულყოფილ სამხედრო მომზადებას გაივლიან და მონაწილეობას თითქმის ყველა სწავლებაში მიიღებენ, რაც კი, შესაბამის ქვედანაყოფში ჩატარდება. სავალდებულო სამსახურის ჯარისკაცები გაუმჯობესებული სოციალური პაკეტით ისარგებლებენ და უქმე დღეებით სარგებლობის საშუალებაც ექნებათ. სამხედროებს ეროვნული გვარდიის უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ჭუმბურიძემ სიტყვით მიმართა და სამშობლოს დაცვის მნიშვნელობაზე ესაუბრა. დღესვე წარჩინებული წვევამდელები საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ. წვევამდელები სამხედრო კაპელანმა, მამა გიორგიმ დალოცა. წვევამდელებმა სამხედრო სავალდებულო სამსახური ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის ტერიტორიაზე, საველე ბანაკ „სორტაზე“ გაიარეს. საბრძოლო მომზადება განახლებულია და იმ კურსს შეესაბამება, რომელსაც საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველები გადიან. კურსის განმავლობაში რეკრუტები საცეცხლე მომზადებას, სადისციპლინო წესდებას, ტაქტიკას და პირველად სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებულ უნარ-ჩვევებს დაეუფლნენ. სენაკში, ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის ტერიტორიაზე ახალწვეულეთა ნაწილის მიღება 2011 წლიდან ხორციელდება. 7 წლის განმავლობაში სავალდებულო სამსახური სულ 547 წვევამდელმა გაირა. (NS)
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)