|
2017-07-14 13:22:39, 2327 ნახვა
ეკონომიკა
თბილისში წლის ბოლომდე ქართულ-ბერძნული ბიზნესფორუმი გაიმართება
ბათუმში მიმდინარე მე-14 საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ევროპის საკითხებში გეორგიოს კატრუგალოსს შეხვდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს და ისაუბრეს ქართულ-ბერძნული ბიზნესფორუმის შესახებ, რომლის გამართვაც მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება. „ჩვენ ვისაუბრეთ ყველა იმ ძირითად საკითზე, რომელიც მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის ნაყოფიერი ურთიერთთანამშრომლობისთვის. შევთანხმდით კონკრეტულ გეგმაზე, რომ კონკრეტული სფეროების მიხედვით ვიმუშავებთ ორი ქვეყნის კერძო სექტორს შორის ურთიერთობების განვითარებაზე. ასევე განვიხილეთ და დავსახეთ გეგმა, რომ წლის ბოლომდე გავმართავთ ბიზნესფორუმს, რომელიც ძალიან კარგი პლატფორმა იქნება საქართველოსა და საბერძნეთის კერძო კომპანიების წარმომადგენლების ერთმანეთთან დაკავშირებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელებისთვის“, - განაცხადა გენადი არველაძემ. გეორგიოს კატრუგალოსი და გენადი არველაძე საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის თანათავმჯდომარეები არიან. კომისიის მესამე სხდომა, 13 წლიანი პაუზის შემდეგ ათენში 2017 წლის მაისში გაიმართა. გადაწყვეტილება საქართველო-საბერძნეთის ეკონომიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომიტეტის მორიგი სხდომის ჩატარების თაობაზე 2017 წლის 28 მარტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ათენში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მიიღეს. მთავრობათშორისი კომისია მუშაობს თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა და მრეწველობა, ინვესტიციები, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი და რეგიონალური თანამშრომლობა, კავშირგაბმულობა და ინოვაციები, კულტურა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა და სხვა.
(NS)
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)