05:38 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-14 11:18:23, 2156 ნახვა

სამართალი
შს მინისტრის მოადგილემ „GEM Fest-2017“-ის უსაფრთხოების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა ჩაატარა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მერაბ მალანიამ, ელექტრონული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის - „GEM Fest-2017“ დაწყებამდე, ღონისძიების უსაფრთხოების საკითხებზე ანაკლიაში სამუშაო შეხვედრა ჩაატარა.

შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) წარმომადგენელი მაიკ ტერნერი, ფესტივალების დაგეგმარებისა და კოორდინაციის ექსპერტი პატრიკ სმიტი, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და „GEM Fest-2017“-ის ორგანიზატორები, მერაბ მალანიამ ამერიკელ ექსპერტებს ფესტივალის უსაფრთხოების გეგმა, საპოლიციო ძალების გადანაწილება, შსს-ს სტრუქტურულ დანაყოფებს შორის კოორდინაციის სქემა გააცნო და ფესტივალისთვის განსაზღვრული ტერიტორია დაათვალიერებინა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულები აქტიურად არიან ჩართული „GEM Fest-2017“-ის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში და ფესტივალის ორგანიზატორ მხარესთან ინტენსიურად თანამშრომლობენ. შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი წარმოადგენს მთავარ სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც პასუხისმგებელია ელექტრონული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის უსაფრთხოების დაგეგმვასა და ღონისძიების განმავლობაში შსს-ს სტრუქტურული ერთეულების კოორდინირებული მოქმედების უზრუნველყოფაზე.

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დაგეგმვისა და კოორდინაციის სამმართველომ, „GEM Fest-2017“-ის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, უსაფრთხოების სპეციალური გეგმა შეადგინა, რომელშიც ჩართული არიან შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციის და დაცვის პოლიციის დეპარტამენტები.

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი უკვე მეორე წელია ელექტრონული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმვას უზრუნველყოფს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics