23:01 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-13 14:44:52, 2325 ნახვა

საზოგადოება
გრიგოლ გიორგაძე კრანს მონტანას ფორუმს დაესწრო

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე  გრიგოლ გიორგაძე სამუშაო ვიზიტით ბარსელონაში, კრანს მონტანას ფორუმის 28-ე ყოველწლიურ სესიაზე იმყოფებოდა.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, 100-ზე  მეტი ქვეყნიდან, უმაღლესი დონის გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს აერთიანებს. 

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხები განიხილეს.

 გრიგოლ გიორგაძემ,  მიგრაციის თემისადმი მიძღვნილ სესიაზე, საქართველოში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა,  რაც მოჰყვა როგორც საერთაშორისო მიგრაციას, ასევე ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებას.  

მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის 20% კიდევ ოკუპირებულია და  საერთაშორისო თანამეგობრობას, დევნილების უკან დაბრუნების უფლების დაცვის საკითხში,  აქტიური მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

 გრიგოლ გიორგაძემ  დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფისა და ინტეგრაციისთვის გატარებული პროგრამების და ამ მიმართულებით დონორების ჩართვის მნიშვნელობის შესახებაც ისაუბრა.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics