02:57 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-12 21:23:43, 2740 ნახვა

ეკონომიკა
„პაშა ბანკი“ ტრადიციულად აშშ-ს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას შეუერთდა

პაშა ბანკი, ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც კორპორატიულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას სთავაზობს მსხვილი და საშუალო ზომის საწარმოებს, წელს კვლავ აქტიურად ჩაერთო აშშ-ს დამოუკიდებლობის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაში.

ბანკი უკვე მესამე წელია აშშ-ს საელჩოში ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham Georgia) მიერ ორგანიზებულ საღამოში იღებს მონაწილეობას.

2017 წლის 8 ივლისს AmCham Georgia-მ ამერიკის საელჩოსთან ერთად უმასპინძლა ოჯახურ პიკნიკს ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციის ხელმოწერიდან 241 წლის აღსანიშნავად. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში 1500-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლა.

AmCham 1998 წელს დაფუძნდა და საქართველოში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას უწყობს ხელს. ის 200-ზე მეტ ქართულ და ამერიკულ კომპანიას წარმოადგენს და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციაა.

პაშა ბანკი AmCham-ის აქტიური წევრია. აღნიშნულ ასოციაციასთან ერთად პაშა ბანკი გაერთიანებულია ისეთ ორგანიზაციებში, როგორებიცაა:  EU-Georgia Business Council (EUGBC), International Chamber of Commerce (ICC) და Georgian Chamber of Commerce and Industry (GCCI).

„ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ აქტიურად ვითანამშრომლოთ საქართველოში მოქმედ ბიზნეს ასოციაციებთან, მითუმეტეს რომ პაშა ბანკი კორპორატიულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებაში სპეციალიზირდება და ჩვენთვის ორმაგად მნიშვნელოვანია მსხვილ ბიზნესთან ურთიერთობა. AmCham ჩვენთვის ერთ-ერთი გამორჩეული პარტნიორია და მოხარული ვართ, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა საშუალება მათთან ერთად აგვეღნიშნა აშშ-ს დამოუკიდებლობის დღე. პიკნიკი, რომელიც ტრადიციულად  იმართება ხოლმე ამ დღესთან დაკავშირებით, აზერბაიჯანშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს და პაშა ბანკი არა ერთხელ იყო ამ ღონისძიების სპონსორი ბაქოში.“ აღნიშნა შაჰინ მამმამდოვმა, პაშა ბანკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ და გენერალურმა დირექტორმა.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics