23:01 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-12 17:26:11, 2060 ნახვა

საზოგადოება
კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მისაღები გამოცდების მეორე ეტაპი გაიმართა

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მისაღები გამოცდების მეორე ეტაპი გაიმართა.

დღეს ლიცეუმში სწავლის მსურველმა კანდიდატებმა ზოგადი უნარების ტესტების ვერბალური და მათემატიკური ნაწილები ჩააბარეს. ტესტირებაში მონაწილეობა რეგისტრირებული 562-მა აბიტურიენტიდან, 560-მა მიიღო, რომელთაგან 67 გოგონაა.

თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა ქვედანაყოფმა და უსაფრთხოების სექტორმა დამკვირვებელთა ჯგუფი გამოყვეს, რომლის ზედამხედველობითაც უნარ-ჩვევების ტესტებამდე ერთი დღით ადრე, კენჭისყრის პრინციპით  ტესტის ხუთი ვარიანტიდან ერთი შეირჩა, დაიბეჭდა და ვიდეოკამერების ქვეშ დაილუქა. ლუქი გამოცდის დღეს გაიხსნა, უკვე შესრულებული ნაშრომები კი, საგამოცდო კომისიის მიერ მათ გასწორებამდე ხელახლა დაილუქა. ნაშრომებს კოდები აქვთ მინიჭებული, რათა კონკურსანტთა გვარები შემფასებლებისთვის უცნობი დარჩეს. თითოეული ნაშრომი კომისიის სამი სხვადასხვა წევრის მიერ დამოუკიდებლად სწორდება. ამის შემდეგაც, სურვილის შემთხვევაში, აბიტურიენტებს მინიჭებული აქვთ სააპელაციო უფლება, რათა სწორ პასუხებს თავიანთი ნაწერები შეადარონ.

საგამოცდო პროცესი კამერებისა და დამკვირვებელთა მეთვალყურეობის ქვეშ წარიმართა, რამაც გამოცდების მაღალ დონეზე ჩატარება, გამჭვირვალობა და მაქსიმალური ობიექტურობა უზრუნველყო.
კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მისაღები გამოცდების პირველი ეტაპი ფიზიკურ ტესტს დაეთმო. ტესტი სირბილს 60 და 2000 მეტრიან დისტანციაზე, ასევე ღერძზე აზიდვას მოიცავდა.

ლიცეუმში ჩარიცხულ მოსწავლეთა საბოლოო სიები 3 აგვისტოს გამოქვეყნდება.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics