23:01 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-12 17:21:03, 1899 ნახვა

საზოგადოება
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საოპერაციო მზაობისა და ტერმინალების შერწყმის პროცესი დაიწყო

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საოპერაციო მზაობისა და ტერმინალების შერწყმის პროცესი დაიწყო, რომელიც აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება.

აღნიშნულ პერიოდში არსებული ტერმინალიდან მოფრენის ტერმინალში ორი საბარგო კარუსელი, საბაჟოსა და პოლიციის სამსახურები გადავა. ასევე დასრულდება მოფრენის ტერმინალის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები, გაფრენის ტერმინალში კი დამატებითი რეგისტრაციის დახლები და საოფისე ფართები მოეწყობა. ორივე ტერმინალი დასრულებული სახით მგზავრებს სექტემბრიდან მოემსახურება. 

ახალ მოფრენის ტერმინალში საოპერაციო მზაობისა და შერწყმის პროცესის ფარგლებში, დღეს ჯორჯიან ეარვეისმა პირველი რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თელავივიდან შეასრულა.  
“ტავ ჯორჯია” “TAV Airports Holding”-ის შვილობილი კომპანიაა და მისი მოღვაწეობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება. საქართველოში განხორციელებული 180 მილიონზე მეტი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, 2007 წელს ექსპლოატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები.  “TAV Airports Holding“ მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციის, აეროპორტების ოპერირებაში მრავალწლიანი გამოცდილებისა და გონივრული მენეჯმენტის წყალობით „ტავ ჯორჯია“ ერთ-ერთ ყველაზე სანდო, სტაბილურ და დინამიურ კომპანიად ჩამოყალიბდა საქართველოში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics