|
2015-01-14 17:57:57, 356 ნახვა
Charlie Hebdo-ს რედაქციამ 14 იანვრის ტირაჟი 5 მილიონამდე გაზარდა
ფრანგული სატირული ჟურნალის Charlie Hebdo-ს რედაქცმიამ 14 იანვრის ტირაჟი 5 მილიონამდე გაზარდა. ამის შესახებ ინფრომაციას BBC ავრცელებს. შესაბამისი გადაწყვეტილება ჟურნალის რედაქციამ მას შემდეგ მიიღო, რაც Charlie Hebdo-ს შესაძენად საფრანგეთში, პრესის ჯიხურებთან დიდი რიგები დადგა და ყველა მსურველმა ჟურნალის შეძენა ვერ შეძლო. შეგახსენებთ, Charlie Hebdo-ს ახალი ნომერი დღეს დილით გამოვიდა. ჟურნალის ყდაზე გამოტანილია მოჰამედ წინასწარმეტყველის კარიკატურა, რომელსაც ხელში აბრა წარწერით „მე ვარ შარლი“ უჭირავს, ხოლო ნახატის ზედა მხარეს არის წარწერა „ყველაფერი ნაპატიებია“. ჟურნალი 6 ენაზე გამოვიდა, მათ შორის არაბულზე. Charlie Hebdo-ს სასარგებლოდ საფრანგეთის მოსახლეობამ 1 მილიონი ევროს შემოწირულობა შეაგროვა. გამოცემას კომპანიებიც ეხმარებიან. მაგალითად, Google-მა ჟურნალს 250 ათასი ევრო გადაურიცხა. აღსანიშნავია, რომ ტერაქტამდე Charile Hebdo დაბალი გაყიდვების გამო გაკოტრების ზღვარზე იყო. შეგახსენებთ, ტერორისტების თავდასხმის შედეგად სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოს“ 10 თანამშრომელი და 2 პოლიციელი დაიღუპა. ამის შემდეგ საფრანგეთში ერთ-ერთ მაღაზიაში მძევლები აიყვანეს. შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)