|
2017-07-11 14:32:35, 2619 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: აუდიტის სამსახურის ახალი ხელმძღვანელის კანდიდატებზე გუნდში კონსულტაციები მიმდინარეობს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, აუდიტის სამსახურის უფროსი გამწესდება არაუგვიანეს სექტემბრისა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, კანდიდატებთან დაკავშირებით მმართველ გუნდში კონსულტაციები მიმდინარეობს. „თუ რიგგარეშე სესია დაინიშნა, შესაძლოა, რიგ გარეშე სესიაზეც იყოს გამწესებული აუდიტის სამსახურის უფროსი. რაც შეეხება კანდიდატებს, ჯერ-ჯერობით არცერთ კანდიდატს არ ვასახელებთ. ამასთან დაკავშირებით გუნდში გვექნება კონსულტაციები. კონსტიტუციის თანახმად, ეს არის პარლამენტის თავმჯდომარის ერთპიროვნული გადაწყვეტილება, თუმცა გადაწყვეტილებას საპარლამენტო უმრავლესობა იღებს, აქედან გამომდინარე პირველ რიგში გუნდთან გვექნება კონსულტაციები კანდიდატთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება“,- განაცხადა კობახიძემ.
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)