20:02 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-11 14:27:05, 2421 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ირაკლი კობახიძე: „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების მოსკოვში ვიზიტს მმართველი გუნდი ემიჯნება

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, "პატრიოტთა ალიანსის" წევრების მოსკოვში ვიზიტს მმართველი გუნდი ემიჯნება.

როგორც კობახიძემ განმარტა, ნებისმიერ პარტიას შეუძლია თვითონ დაგეგმოს საკუთარი ვიზიტები, პარლამენტთან ამას ვერანაირი კავშირი ვერ ექნება.

,,ეს არის პარტიული ვიზიტი. ბუნებრივია ამ ვიზიტს ვერანაირი კავშირი ვერ ექნება პარლამენტთან და ეს ვიზიტი არის, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობაში მმართველი გუნდის მიერ და საპარლამენტო უმრავლესობის მიერ გაცხადებულ ხაზთან, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ თავიდან ბოლომდე ვემიჯნებით ამ ვიზიტს. ეს არის პარტიული ვიზიტი, ნებისმიერ პარტიას შეუძლია თვითონ დაგეგმოს საკუთარი ვიზიტები, პარლამენტთან ამას ვერანაირი კავშირი ვერ ექნება. რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას, ჩვენ ასეთ ვიზიტებს ვემიჯნებით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

შეგახსენებთ, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები რუსეთის ფედერაციის სათათბიროს დეპუტატებთან შეხვედრას გამართავენ, მათ შორის დეპუტატ ლეონიდ კალაშნიკოვთან, რომელიც აცხადებს, რომ საქართველომ "ოკუპაციის შესახებ კანონი" უნდა გააუქმოს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics