02:26 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-11 11:12:35, 2388 ნახვა

სამართალი
ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს 10-მდე პირი დაიკითხება, მათ შორის არჩილ გამზარდია

ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო პროცესი ბრალდების მხარის მოწმეები დაკითხვით განახლდა.

როგორც ცნობილია, დღევანდელ სხდომაზე 10-მდე პირი დაიკითხება.

კერძოდ, პროკურორ ზვიად გუბელაძის ინფორმაციით, სასამართლოს ჩვენებას მისცემს მამა გიორგი მამალაძის მძღოლი, ბრალდებულის მეგობარი და ადამიანი, ვისაც პროკურორის განმარტებით, მამა გიორგი მამალაძე 2016 წლის ზაფხულის თვეში გველის შხამს სთხოვდა.

ასევე დაიკითხებიან გამომძიებლები, რომლებმაც სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს.

პროკურორის თქმით, დღეს სასამართლოს ასევე ჩვენებას მისცემს ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც მან სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.

ამასთან, ზვიად გუბელაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ბრალდების მხარემ 60-ზე მეტი მოწმე დაკითხა. პროკურორის მტკიცებით, ყველა მათგანმა დაადასტურა გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება და ის, რომ ბრალდებულ მამა გიორგი მამალაძეს ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადება ჰქონდა დაგეგმილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ობამამ გააკრიტიკა ტრამპის ირანთან მიღწეული შეთანხმება: „ჩვენ ისევ საწყის წერტილს დავუბრუნდით“
NYT: ტრამპმა ზელენსკისთან დაპირისპირებას „შესანიშნავი სატელევიზიო შოუ“ უწოდა
დრონებით თავდასხმების გამო, რუსეთში ბენზინის წარმოება ივნისში ერთი მეოთხედით შემცირდა
ზელენსკიმ ლუკაშენკოს ერთი კვირა მისცა ბელარუსში იმ აღჭურვილობის გასათიშად, რომელიც რუსეთს უკრაინაში დარტყმებში ეხმარება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics