2017-07-11 10:52:54, 2580 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა - დაიღუპა 16 ადამიანი
ამერიკის შტატ მისისიპიში სამხედრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 16 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ინციდენტი დღეს ღამით მოხდა, თუმცა მისი გამომწვევი მიზეზები ჯერ უცნობია. ამასთან, თვითმფრინავი საბრძოლო მასალით იყო დატვირთული, რის გამოც სამაშველო ჯგუფებს მასთან მისვლა გაუჭირდათ.
თვითმხილველის განცხადებით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის დროს, მან ნახა, რომ ერთ-ერთი ძრავი იწვოდა.
როგორც მედია წერს, ბორტზე სამხედრო პირები იმყოფებოდნენ. მისისიპის გუბერნატორმა მომხდარ გატასტროფას "ტრაგედია" უწოდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან