22:24 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-10 21:22:11, 1817 ნახვა

საზოგადოება
11 ივლისის ანონსი

11 ივლისს, 09.45 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, კავშირი „21-ე საუკუნის“ და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის თანამშრომლობით, კონფერენცია „რელიგიის როლი ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის აღმოფხვრაში“ გაიმართება.

ხვალ, 11 ივლისს, 10:30 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიკაილ კადიევის სასამართლო გაიმართება. პროცესს დაესწრებიან ევროპული საქართველოს წევრი გიორგი ტუღუში და აფხაზთა კრების თავმჯდომარე მალხაზ პატარაია.  

საკონტაქტო: მალხაზ პატარაია 593 737557 

11ივლისს, 11:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში, მე-3 სართულზე(ოთახი N2),ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე შეხვდება ელჩებს აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში.

11 ივლისს, 10:00 საათზე, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში" გაიმართება სამმხრივი სოციალური პარტნიორობის კომისიისთვის სტრატეგიული დაგეგმარების შეხვედრა, რომელიც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO), საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით ხორციელდება.

11 ივლისს, 12:00 საათზე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ქალაქ ხონში იმ ადგილს მოინახულებს, სადაც იუსტიციის სახლის  მშენებლობაა დაგეგმილი.

11 ივლისს, 11:00 საათზე, „მარშალპრესის“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გიორგი ლილუაშვილი პრესკონფერნციას გამართავს. 
მის: მაჩაბლის ქ. #7

11 ივლისს, 11:00 საათზე, კონრად ადენაუერის ფონდის ოფისში ევროკავშირის ახალი პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოება - მცირე და საშუალო ბიზნესის და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად“ პრეზენტაცია გაიმართება.
მის: ელენე ახვლედიანის აღმართი #9ა

11 ივლისს, 11:30 საათზე, „მარშალპრესის“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ალექსანდრე ქანთარია პრესკონფერენციას გამართავს
მის: მაჩაბლის ქ. #7

11 ივლისს, 11:30 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ ვიცე პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი, ორენოვანი დამხმარე მასწავლებლების შესარჩევი კონკურსის პრეზენტაციას გამართავენ. 

11 ივლისს, 11:30 საათზე, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტი, რუსლან ალექსიძე „კვირას“ პრესკლუბში ორგანიზაციის კვლევის შედეგებს წარმოადგენს. თემა: „საქართველოს ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობის ფარგლები „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია საქართველოს“ კრედიტორების ინფორმირებისა და დაცვის საკითხზე“. 
მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, I სადარბაზო, მე-2 სართული, I ოფისი

11 ივლისს, 12:00 საათზე, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან ზაზა ხატიაშვილი, ბავშვთა სამყაროს დაწვის შედეგად დაზარალებულთა მხარდასაჭერად საპროტესტო აქციას გამართავს. 

11 ივლისს, 15:00 საათზე, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ნოდარ ხადური JICA-ს საქართველოს ოფისის მუდმივ წარმომადგენელს, იუკიჰო ეჯირის შეხვდება. 
მის: ჭავჭავაძის გამზ. #34, პიქსელის შენობა, მე-8 სართული



 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics