22:24 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-10 20:15:53, 1798 ნახვა

საზოგადოება
აჭარის რეგიონში სამმხრივი სოციალური პარტნიორობის კომისია შეიქმნება

11 ივლისს, 10:00 საათზე ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ გაიმართება სამმხრივი სოციალური პარტნიორობის კომისიისთვის სტრატეგიული დაგეგმარების შეხვედრა, რომელიც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO), საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით ხორციელდება.

შეხვედრის მიზანია, მხარეებმა განსაზღვრონ სამმხრივი სოციალური დიალოგის კომისიის სამომავლო პრიორიტეტული საკითხები მომდევნო 12 თვის განმავლობაში. ასევე, გაიმართება დისკუსია აჭარის რეგიონში შრომითი ურთიერთობების სფეროში პრიორიტეტების განსაზღვრაზე და განიხილავენ საუკეთესო მაგალითებს ევროპული ქვეყნების გამოცდილებიდან რეგიონალური და ადგილობრივი სამმხრივი კომისიის შესახებ.

შეხვედრაზე სიტყვით გამოვლენ ჯანდაცვის სამინისტროს, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, საქართველოს დამსააქმებელთა ასოციაციის, აჭარის მთავრობისა და პროფკავშრების წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ კომისიის აჭარის რეგიონში შექმნა უპრეცენდენტოა და პილოტური ხასიათი აქვს. სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის 2017 წლის 10 თებერვლის სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბ-ნ დავით სერგეენკო, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სამდივნოს (შრომისა  და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტი) კომისიის თავმჯდომარის მიერ დაევალა
საკომუნიკაციო გეგმის შემუშავება. გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანის მიზნით, სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სამდივნოსა და აჭარის მთავრობას შორის შედგა კომუნიკაცია და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ წარმოადგინა აჭარის რეგიონში სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის შემდეგი შემადგენლობა:

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განთლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტრო, აჭარის ტერიტორიაზე  რეგისტრირებული დასაქმებულთა გაერთიანება და დამსაქმებელთა ასოციაცია. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics