|
2017-07-10 15:46:17, 1979 ნახვა
საზოგადოება
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონის კომენტარები მომზადდა
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონის კომენტარების პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა გახსნა. სტუმრებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ და კომპანია EVOLUXER-ის წარმომადგენელმა მაია ნებიერიძემ მიმართეს. პრეზენტაციას ესწრებოდნენ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები და საერთაშორისო, არასამთავრობო და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები. „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონი 2013 წლის 12 ივლისს იქნა მიღებული, ის ერთ-ერთი პირველი ნორმატიული აქტია, რომელმაც მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა აგროკოოპერაციის განვითარებას და რომლითაც მოხდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შექმნისა და ფუნქციონირების ორგანიზაციული ნორმების დადგენა, ასევე განისაზღვრა კოოპერატივის შიდასაწარმოო ეკონომიკური ურთიერთობების ძირითადი წესები. კანონის კომენტარები მომზადდა მკითხველთა ფართო წრისათვის. მისი გამოყენება მნიშვნელოვნად გაამარტივებს კანონით გაწერილი ნორმების აღქმასა და პრაქტიკაში გამოყენებას. პუბლიკაცია გადაეცემა აგროკოოპერაციით დაინტერესებულ პირებს და მისი ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე www.acda.gov.ge აღსანიშნავია, რომ კანონის კომენტარები მომზადდა და გამოიცა ესპანური კომპანია EVOLUXER-ის მხარდაჭერით, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სააგენტოს გაძლიერების“ პროექტს ახორცილებს. დღეისათვის საქართველოში სხვადასხვა დარგის 1500 -ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია რეგისტრირებული. სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით კოოპერაცია აგრარული პროდუქციის წარმოების ზრდას, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სტანდარტების დანერგვას და, შედეგად, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებას უწყობს ხელს.
(NS)
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)