14:23 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-10 14:52:14, 2305 ნახვა

პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე ლორენს მერედიტს შეხვდა

მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ შეხვედრა გამართა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოვების საკითხებში დირექტორატის აღმოსავლეთ სამეზობლოს კოორდინატორთან ლორენს მერედიტთან.

ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით,  შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში საქართველოს მიერ წარმატებით განხორციელებული რეფორმები და ამ რეფორმების პროცესში ევროკავშირის დახმარების პროგრამების როლი.

საუბარი შეეხო ასევე, ინიციატივას საქართველოში, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ყველაზე წარმატებულ ქვეყანაში ევროპული სკოლის დაარსებისა და ფუნქციონირების საკითხებს. ევროკავშირი მზადაა განახორციელოს მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა, როგორც სკოლის ინფრასტრუქტურის მხარდასაჭერად, ასევე, მისი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სასწავლო პროგრამების მოსამზადებლად და პერსონალის კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ამასთან ერთად მხარეებმა განიხილეს საქართველო მომავალი 2017-2020 წლების დახმარების თანამშრობლობის ერთიანი ჩარჩო პროგრამის პრიორიტეტები და მის ფარგლებში კონკრეტული პროექტების განხორციელების მექანიზმები. ევროპულმა მხარემ აღნიშნა, რომ ევროკომისია მზადაა დაეხმაროს საქართველოს დამატებით პროგრამებში ჩართვისა და ევროპულ სააგენტოებთან თანამშრომლობის მხარდასაჭერად.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics