14:23 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-10 10:44:51, 2182 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მოლდოვას ეწვია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 9-10 ივლისს მოლდოვას რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვია, სადაც მართავს ორმხრივ შეხვედრებს მოლდოვას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძე  მონაწილეობს  ქ. კიშინეუში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის" არაფორმალური დიალოგის მეცხრე შეხვედრაში.
 
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში შეხვედრას გამართავს მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან, საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრთან ანდრეი გალბურთან. შეხვედრის დასასრულს ხელი მოეწერება საქართველოსა და მოლდოვას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავთან დაკავშირებით გამოცემულ საფოსტო მარკებს, რის შემდგომ გაიმართება მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია. მიხეილ ჯანელიძე შეხვედრებს გამართავს მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან პაველ ფილიპთან და პარლამენტის პრეზიდენტთან ანდრიან კანდუსთან. 
 
ქ.კიშინეუში მიმდინარე წლის 10 ივლისს დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის" არაფორმალური დიალოგის შეხვედრაში ქართული მხრიდან მონაწილეობენ  საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე  ილია ელოშვილი. ევროკავშირის მხარიდან  - ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში, იოჰანეს ჰანი; ესტონეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი კადრი სიმსონი; საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე, ჟან-კრისტოფ ბელიარდი. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე, „აღმოსავლეთ პარტნიორობის" დანარჩენი ხუთი ქვეყნის შესაბამისი უწყებების მაღალი რანგის წარმომადგენლები.
 
საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ყურადღება გამახილდება 2017 წლის 24 ნოემბერს ქ. ბრიუსელში დაგეგმილ  „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტის მოსამზადებელ პროცესზე.
​ 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics