2017-07-10 10:41:36, 2331 ნახვა
საზოგადოება
ფოთის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა
ფოთის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
მათივე ცნობით, ფოთის ბაზრობაზე ცეცხლი დაახლოებით, 500 კვ.მ ფართობზე იყო გავრცელებული. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი. მას გამოძიება შეისწავლის, თუმცა მოვაჭრეები არ გამორიცხავენ, რომ ცეცხლი ხელოვნურად იყოს გაჩენილი.
ასევე უცნობია, მოვაჭრეთა რა რაოდენობის პროდუქცია გადარჩა და ჰქონდათ თუ არა მათ ქონება დაზღვეული.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან