21:44 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-09 15:36:12, 2276 ნახვა

საზოგადოება
დღეს, დილის სათებში კახეთის რამდენიმე რაიონში ძლიერი სეტყვასშიში პროცესები განეიტრალდა

 სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 9 ივლისის დილის საათებში კახეთის ექვს რაიონში სამხრეთ-დასავლეთიდან შემოსული 544 კმ2 საერთო ფართობის ფრონტალური ტიპის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები გაანეიტრალა, რისთვისაც შეზღუდვების პირობებში  80-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს. 

 რეგიონში ღრუბლის მასებმა შემოსვლა სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებიდან 9 ივლისის ღამის საათებში დაიწყო და ეტაპობრივად მოიცვა საგარეჯოს, ახმეტის, გურჯაანის,  თელავის, ლაგოდეხის, და ყვარლის რაიონები.  

კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100 % შეადგინა, მოსალოდნელი მარცვლების ზომა 30 მმ იყო. 

9 ივლისის დილის 04:40  სთ-დან  08:27 სთ-მდე ღრუბლები 80-ზე მეტი  რაკეტით დამუშავდა.  
დამუშავება ჰაერში საფრენი აპარატების არსებობის გამო ზოგიერთ  ზონაში მნიშვნელოვანი შეზღუდვებით განხორციელდა.

დამუშავების შედეგად აღნიშნულ რაიონებში ნალექის უდიდესი ნაწილი ინტენსიური წვიმის სახით ჩამოიცალა, ნალექის უმცირესი ნაწილი კი სეტყვის სახით სოფლების აფენის, ცოდნისკარის, გავაზის, შაშიანის და ველისციხის  ტერიტორიაზე სროლებისთვის შეზღუდულ ზონაში საკარმიდამო ტერიტორიაზე ჩამოიცალა. 

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics