2017-07-09 13:59:25, 2160 ნახვა
საზოგადოება
გორში ავარიის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაშავდა
გორის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ავარიის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაშავდა.
მოტოციკლი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და შოთა რუსთაველის სკვერთან ბორდიურს შეეჯახა.
ახალგაზრდა მამაკაცი მსუბუქი დაზიანებებით გორის სამხედრო ჰოსპიტალშია გადაყვანილი.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან