21:44 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-09 11:07:24, 1952 ნახვა

საზოგადოება
10-11 ივლისს უმეტესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ

საქართველოს ტერიტორიაზე 10-11 ივლისს ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, თუმცა 12 ივლისიდან კვლავ წვიმას პროგნოზირებენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღეს +28 გრადუსი სითბო ფიქსირდება, ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია სეტყვაც, 10 ივლისს +32 გრადუსი სითბო იქნება, ასევე იწვიმებს, 11 ივლისს +33 გრადუსი სითბო და ხანომკლე წვიმაა ნავარაუდევი, 12 ივლისს +31 გრადუს სითბოსა და ზოგან  ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ.

დღეს დედაქალაქ თბილისში +20 გრადუსი სითბოა და ნალექიანი  ამინდია, 10 ივლისს +29 გრადუსი სითბო იქნება, დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, 11 ივლისს +30 გრადუსი სითბო და უმეტესად უნალექო ამინდია ნავარაუდევი, 12 ივლისს ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, დროგამოშვებით კი იწვიმებს.

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, დასავლეთის ბარში დღეს +28 გრადუსი სითბო ფიქსირდება, დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, 10 ივლისს +29 გრადუსი სითბო და ასევე უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 11-12 ივლისს წვიმას პროგნიზირებენ.

მთიან და მაღალმთიან რაიონებში შედარებით დაბალი ტემპერატურაა ნავარაუდევი.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics