21:44 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-08 19:07:00, 2032 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის მინისტრმა GAU-ს კურსდამთავრებულებს გამოსაშვებ ცერემონიალზე სიტყვით მიმართა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) კურსდამთავრებულთა მეათე საიუბილეო გამოსაშვებ ცერემონიალს საპატიო სტუმრის რანგში დაესწრო.

თავდაცვის მინისტრმა უნივერსიტეტის სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლის 150-მდე კურსდამთავრებულს სიტყვით მიმართა. 

ლევან იზორიამ სტუდენტებს უმაღლესი სასწავლებლის დასრულება მიულოცა და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტი წარმატებული კარიერისათვის კარგ პლატფორმას იძლევა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, GAU-მ არსებობის 12 წლის მანძილზე ბევრი ამბიციური პროექტი განახორციელა და საერთაშორისო ჩართულობით განვითარების მზარდი პოტენციალი აქვს. სიტყვით გამოსვლისას, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებსაც შეეხო და ყურადღება თავდაცვის სფეროში სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობის საკითხზე, კერძოდ, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

ლევან იზორიამ ახალგაზრდებს მიზნისკენ სწრაფვა და ქვეყნის აღმშენებლობაში განსაკუთრებული წვლილის შეტანა უსურვა. GAU-ს პრეზიდენტმა რ. მაიკლ ქაუგილმა აღნიშნა, რომ თავდაცვის მინისტრს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტთან სალექციო საქმიანობა აკავშირებდა. მან უნივერსიტეტსა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლობის შესახებაც ისაუბრა. 

ცერემონიალზე სტუდენტებს სამართლისა და დიპლომატიის სკოლის დეკანმა, ზაზა რუხაძემ მიმართა; ვიდეოკონფერენციის საშუალებით კი, კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტის დასრულება ჩეხეთის მასარიკის უნივერსიტეტის პროფესორმა პეტრ ოცელიკმა და აზერბაიჯანის შაჰდაგის საერთაშორისო პროექტის წარმომადგენელმა შარმან შუმ მიულოცეს. 

მოგვიანებით, ლევან იზორიამ რეიტინგით პირველ და მეორე ადგილზე გასული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების კურსდამთავრებულები სიგელებით დააჯილდოვა. ცერემონია, რომელიც სასტუმრო „ბილტმორში“ ჩატარდა, დიპლომების გადაცემითა და საზეიმო მიღებით დასრულდა. 
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტს (GAU) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2015 წელს გაფორმდა. მემორანდუმის მიზანს თავდაცვის სამინისტროსა და GAU-ს მიერ ერთობლივი საქმიანობის დაგეგმვა, საგანმანათლებლო, სამართლებრივი და სხვა სახის სოციალური აქტივობების განხორციელება წარმოადგენს. 

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებელია, რომელიც 2005 წლიდან განათლების საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებასა და საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრების აღზრდას ემსახურება.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics