|
2017-07-08 13:43:47, 869 ნახვა
რეგიონი
შსს-ს ხევსურეთიდან ტურისტები ვერტმფრენით გადმოჰყავს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშველები დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის ხეობაში მყოფი 5 უცხოელი ტურისტის სამაშველო ოპერაციას ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობენ. ამის შესახებ უწყების განცხადებაშია აღნიშნული. შსს-ს იფნორმაციით, დუშეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფმა განსაცდელში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან კომუნიკაციის დამყარება მოახერხა და მათი ადგილსამყოფელის ზუსტი კოორდინატები დადგინდა. „უამინდობისა და მდინარე გუროსჭალის ადიდების გამო, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ გზებზე ტრანსპორტით გადაადგილება შეუძლებელია და სამაშველო ოპერაცია ქვეითად მიმდინარეობს. პარალელურად, შსს-ს საგანგებო სიტუაციის მართვის სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, კლიმატური პირობების გაუმჯობესებისთანავე, სამაშველო ოპერაციაში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. ამ წუთებში, ერთობლივი ძალისხმევით, მიმდინარეობს ტურისტების გამოყვანა შატილის მიმდებარე ტერიტორიიდან“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)