|
2017-07-07 19:33:50, 2437 ნახვა
სამართალი
„მოწმეებმა მამალაძესთან მეგობრობის მიუხედავად ვერ დამალეს, რომ დეკანოზი თეთრუაშვილთან უარყოფით დამოკიდებულებაში იყო“
ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის ზვიად გუბელაძის განცხადებით, დღეს დაკითხულმა საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა თანამშრომლებმა დაადასტურეს, რომ მამა გიორგი მამალაძე მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულებაში იყო შორენა თეთრუაშვილთან და მას კარიერული წინსვლის დამაბრკოლებელ გარემოებად მიიჩნევდა. ამასთან, გუბელაძის განცხადებით, დღეს ასევე დაიკითხნენ მოწმეები, რომლებმაც ისაუბრეს მამა გიორგი მამალაძის მერკანტილურ დამოკიდებულებაზე საპატრიარქოს კლინიკასთან დაკავშირებით. „თუ როგორი ანგარებითი დამოკიდებულება ჰქონდა მას, როგორ გაათავისუფლებინა სპეციალურად გენერალური დირექტორი და დაიკავა მისი ადგილი, შემდეგ მისი ფინანსური სქემის მიხედვით იმ კომპანიისგან, რომელშიც თავისი მეგობარი იყო დამფუძნებელი, იღებდა ხელფასის სახით დამატებით ანაზღაურებას“,-განაცხადა ზვიად გუბელაძემ. პროკურორი ამბობს, რომ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს საკმაოდ ახლო მეგობრული ურთიერთობა აქვთ ბრალდებულთან. „ამის მიუხედავად მათ ვერ დამალეს ის ფაქტი, რომ გიორგი მამალაძე მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულებაში იყო შორენა თეთრუაშვილთან. მის მიმართ გამოხატავდა ცინიკურ დამოკიდებულებას და მიიჩნევდა მას კარიერული წინსვლის დამაბრკოლებელ გარემოებად“,-განაცხადა პროკურორმა. რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატი გიორგი ფანცულაია ირწმუნება, რომ მამა გიორგი მამალაძემ კლინიკაში მუშაობისას ხელფასი 4-ჯერ შეიმცირა. „მის მისვლამდე იყო 7000 ლარი გენერალური დირექტორის ხელფასი, 7000 ლარიდან 1500 ლარზე ჩამოიყვანა. სამი, ოთხჯერ შეიმცირა ხელფასი. არანაირი ფაქტით არ დასტურდება, რომ ის 3000 ლარზე აპირებდა ხელფასის აყვანას. ასეთი რამ არცერთ მოწმეს არ უთქვამს“,-განაცხადა გიორგი ფანცულაიამ. ადვოკატის ამ განცხადებას უპასუხა პროკურორმა. გუბელაძის თქმით, მამა გიორგი მამალაძეს ხელფასი არ შეუმცირებია. „ვინც დაკითხა ის არის მისი ახლო მეგობარი, რომელმაც სამწუხაროდ ის არ იცის რომ იანვრის თვიდან მამალაძე იღებდა 3000 ლარ ხელფასს კლინიკაში მუშაობის სანაცვლოდ და არაფერი შეუმცირებია“,-განმარტა გუბელაძემ. ე.წ. ციანიდის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მომდევნო პროცესი 11 ივლისს 11:00 საათზე ჩაინიშნა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)