21:44 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-07 18:06:57, 1952 ნახვა

საზოგადოება
ადგილობრივ თვითმმართველობებში ელექტრონული მმართველობის დანერგვის პროექტის კონფერენცია გაიმართა

სასტუმრო „ფაბრიკაში“ ადგილობრივ თვითმმართველობებში ელექტრონული მმართველობის დანერგვის პროექტის კონფერენცია გაიმართა.

ღონისძიებაში იუსტიციის მინისტრის მოადგილე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პირველი მდივანი ჰელენა სანჩო, ევროკავშირის წარმომადგენლობის კოორდინატორი საქართველოში სოფი ჰიუეტ-გერიში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და სხვა პირები მონაწილეობდნენ.

კონფერენციის შემდეგ სტუმრებს საშუალება მიეცათ, ვიზუალურ-ტექნიკური მაკეტების საშუალებით მუნიციპალური მართვის სისტემის ფუნქციონირებას, ასევე საზოგადოებრივი ცენტრების კონცეფციასა და საქმიანობას გასცნობოდნენ.

ღონისძიება ჩატარდა პროექტ „საჯარო სექტორის განვითარების ხელშეწყობა ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე სერვისების ეფექტური მიწოდების გზით“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით.

ადგილობრივ თვითმმართველობებში ელექტრონული მმართველობის დანერგვის პროექტს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის მიზანი ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვის საშუალებით მუნიციპალიტეტის ეფექტური მმართველობის ხელშეწყობაა.

ელექტრონული სისტემის ძირითადი დანიშნულება მუნიციპალიტეტის საქმისწარმოებასთან დაკავშირებული მონაცემთა ბაზის ფორმირება, მასზე დაყრდნობით სტატისტიკური ანგარიშების მომზადება სხვადასხვა საჯარო თუ კერძო უწყების მონაცემთა ბაზებიდან, ინფორმაციის ელექტრონულად მოპოვებისა და დოკუმენტების ელექტრონული მართვის შესაძლებლობის შექმნაა, რაც საბოლოო ჯამში, დაზოგავს მუნიციპალიტეტის ადამიანურ რესურსს, თანამშრომელთა დროს და გააუმჯობესებს მოქალაქეების მომსახურების პროცესს.

პროექტი ორ ძირითად კომპონენტს მოიცავს, სოფლებში სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდას და კულტურულ - საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გამართვას, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობების პროგრამულ უზრუნველყოფას.

ადგილობრივ თვითმმართველობებში ელექტრონული მმართველობის დანერგვის პროექტის ფარგლებში სოფლებსა და დაბებში უკვე 45 საზოგადოებრივი ცენტრია გახსნილი.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics