|
2017-07-07 17:22:14, 876 ნახვა
რეგიონი
39 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში გადაეცა
თამარის დასახლებაში მდებარე ახალაშენებულ სოციალურ სახლში 39 ეკომიგრანტ ოჯახზე საცხოვრებელი ბინების საკუთრებაში გადაცემის პროცედურები დაიწყო. დღეს ბინების განაწილება კენჭისყრის წესით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განხორციელდა. უახლოეს დღეებში შესაბამისი ბრძანების პროექტი მომზადდება და იურიდიული პროცედურების დასრულების შემდეგ, კომისიის მიერ შერჩეულ ეკომიგრანტ ოჯახებთან, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე საკუთრების ინდივიდუალური ხელშეკრულებები გაფორმდება. ბენეფიციართა განცხადებები აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში არსებულმა აჭარის ა.რ სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეულმა სამთავრობო კომისიამ შეისწავლა. აღნიშნულმა კომისიამ 39 ოჯახზე ბინების გაცემის რეკომენდაცია გასცა. პარალელურად, სოციალურ სახლში დარჩენილი ბინების მოქალაქეებისთვის გადაცემის პროცესი მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ბენეფიციარების განცხადებებს შესაბამისი სამთავრობო კომისია იღებს, რომლის განხილვის შემდეგ მოქალაქეებს ბინები საკუთრებაში გადაეცემათ. სოციალური სახლი 10 სართულიანია. შენობაში 58 ბინა განთავსდა. მშენებლობის პროცესში კომპანიის განცხადებით ჯამში 400 ადამიანი დასაქმდა. პროექტის ღირებულება დაახლოებით 3 მილიონი ლარია. სოციალური სახლის „მშენებლობა 2015 წლის ივლისში დაიწყო და 2016 წელს დასრულდა. 2013 წლიდან დღემდე საცხოვრებელი ფართები ბათუმის, ქედის, შუახევისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების სოციალურ სახლებში სულ 280 ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცა.
(NS)
პაველ დუროვი: საქართველო მნიშვნელოვან ბიზნეს ცენტრად იქცევა
სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირის 21-ე სანქციების პაკეტმა ეროვნული სირცხვილი გამოავლინა
ევროკავშირის სანქციების გამო არკადი დვორკოვიჩმა FIDE-ს პრეზიდენტის უფლებამოსილება შეიჩერა
ტრამპმა რუსეთიდან იმპორტირებულ საქონელზე 12.5%-იანი ტარიფი დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)