21:03 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-07 13:09:51, 1738 ნახვა

საზოგადოება
ნოდარ კერესელიძე გერმანიის დელეგაციის წევრებს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე გერმანიის  ფედერაციული რესპუბლიკის სურსათისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანს, პიტერ ბლესერს და ოფიციალური დელეგაციის წევრებს შეხვდა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, დელეგაციაში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და სამაცივრე მეურნეობის მწარმოებელი და გადამამუშავებელი კომპანიების, ასევე აგრარული საგანმანათლებლო სტრუქტურების წარმომადგენლები შედიოდნენ.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ საქართველოსა და გერმანიას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ვრცლად ისაუბრა  და გერმანულ მხარეს წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხდა.

 კერესელიძემ ხაზი გაუსვა აგრარულ სექტორში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გამოცდილების გაზიარებისა და ტექნიკური თვალსაზრისით  გაწეული დახმარების საკითხებზე ისაუბრა.

„გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით,  საქართველოში დაინერგა ღვინის ხარისხის ლაბორატორიული კვლევა, ხორციელდება ვენახების კადასტრის პროგრამა და გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის დანერგვა, რაც დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვან დახმარებას წარმოადგენს“, - აღნიშნა ნოდარ კერესელიძემ.

ნოდარ კერესელიძემ  საერთაშორისო ბაზრებზე ქართული პროდუქციის პოპულარიზაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით ქართული კომპანიები აქტიურად მონაწილეობენ საერთაშორისო აგროგამოფენებში, მათ შორის, ბერლინში გამართულ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და პრესტიჟულ გამოფენაში „მწვანე კვირეული” (Gruene Woche).

მინისტრის პირველმა მოადგილემ დეტალურად ისაუბრა სახელმწიფოს მხრიდან დარგის განვითარების კუთხით განხორციელებულ პროექტებზე, რომლებიც ქვეყანაში დარგის სწრაფ და ეფექტიან განვითარებას, ფერმერთა კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, ადგილობრივი წარმოების ზრდას და აგრობიზნესის განვითარების სტიმულირებას ისახავს მიზნად.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სურსათისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე ისაუბრა.

 როგორც პიტერ ბლესერმა განაცხადა, საქართველოში აგრარულ დარგს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს და ამ მიმართულებით ქვეყანებს შორის თანამშრომლობა უაღრესად მნიშვნელოვანია.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრები  სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრში, სურსათის და ღვინის ეროვნული სააგენტოებში გაიმართა.

(NS) 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics