21:03 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-07 12:38:17, 2300 ნახვა

საზოგადოება
სოციალურ ქსელში უცხო ქვეყნის გიდებისთვის ტურების ჩატარების აკრძალვის მოთხოვნით პეტიცია გავრცელდა

სოციალურ ქსელში გავრცელდა პეტიცია  - "აეკრძალოს უცხო ქვეყნის მოქალაქე გიდებსა და მძღოლებს ტურების ჩატარება საქართველოს ტერიტორიაზე".

პეტიციაზე ხელმომწერნი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციას მიმართავენ.

როგორც პეტიციის ტექსტშია ნათქვამი, მოთხოვნას საფუძვლად უდევს უცხო ქვეყნის მოქალაქე გიდებისა და მძღოლების მიერ გაწეული უხარისხო ტურისტული მომსახურება, რომლის დროსაც, არ ხდება ქვეყნის ისტორიისა და კულტურის სათანადოდ გაცნობა ტურისტებისთვის, ასევე, ხშირ შემთხვევაში დამახინჯებულია ფაქტები და მოვლენები.

"აღსანიშნავია, რომ ტურისტულ ბიზნესში დასაქმებული პირების ლიცენზირება ამ პრობლემას გარკვეულწილად გადაჭრის. პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი კი უცხო ქვეყნის მოქალაქე გიდებისა და მძღოლების თავისუფალი საქმიანობის დარეგულირებაა ჩვენს ქვეყანაში. საჭიროა ტუროპერატორების, ტურაგენტების, გიდებისა და მძღოლების ლიცენზირება გარკვეული სტანდარტების გათვალისწინებით. 

არსებობენ ქვეყნები, რომლებიც ამ სფეროს არეგულირებენ და მათ ქვეყანაში სხვა ქვეყნის მოქალაქე გიდს ეკრძალება საქმიანობა. 

გთხოვთ გაითვალისწინოთ ყოველივე ზემოთქმული და მიიღოთ შესაბამისი ზომები", - ნათქვამია პეტიციაში.

ცნობისთვის, პეტიციას 844 მოქალაქემ ხელი უკვე მოაწერა, თუმცა 9156 ხელმოწერაა საჭირო. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics