21:03 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-07 11:08:16, 1994 ნახვა

საზოგადოება
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია დღეს იწყება

თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში 2017-2018 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის ელექტრონული რეგისტრაციის პროცესი ორ ეტაპად წარიმართება.

რეგისტრაცია შესაძლებელია მშობლის მიერ შერჩეულ მხოლოდ ერთ საჯარო ბაგა-ბაღში, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე http://www.kids.org.

რეგისტრაციის გავლას შეძლებს ყველა ის ბავშვი, რომელიც სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში (და არა რეგისტრაციის მომენტში) 2 წლის იქნება.

პირველი ეტაპი დღეს 13:00 საათზე დაიწყება და რეგისტრაციას გაივლიან შემდეგი კატეგორიის ბავშვები: თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები (100 000–ზე ქვევით სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახის ბავშვები); სსიპ „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ ფილიალის, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ (შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების) მოწერილობის საფუძველზე; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები; იმ ოჯახის ბავშვები, რომელთა შვილი (შვილები) სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვები, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირების შუამდგომლობის საფუძველზე.

14 ივლისს რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყება. მეორე ეტაპზე რეგისტრაციას გაივლიან იმ ოჯახების ბავშვები, რომლებიც პირველ ეტაპზე დასარეგიტრირებელთა კატეგორიებში არ შედიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics