|
2017-07-07 11:05:38, 815 ნახვა
რეგიონი
ბათუმში 8,9 და 10 ივლისს არტ ფესტივალი,,არგანი’’ ჩატარდება
ბათუმში, ხვალ არტ ფესტივალი,,არგანი’’/Batumi ArtFest “ARGANI” აიღებს სტარტს. სამი დღის განმავლობაში 6 მაისის პარკი ბრწყინვალე არტ-მოედნად იქცევა, რომელიც მხატვრებს, დიზაინერებს, ხელნაკეთი ნივთების ოსტატებს, იოგის ინსტრუქტორებს, მომღერლებს, მუსიკოსებს ,ფოტოგრაფებს, მოქალაქეებს და ჩვენი ქალაქის სტუმრებს გააერთიენებს. აქ თქვენ ნახავთ ქართველი და უცხოელი ოსტატების საუკეთესო ნამუშევრების გამოფენას, მასტერ-კლასებს, შოუ-პროგრამებს, რომლებიც საოცარ ხელოვნებას შემოგთავაზებენ და სილამაზის სამყაროში გამოგზაურებენ! არტ ფესტივალი გთავაზობთ: ქართველი და უცხოელი ოსტატების მიერ შექმნილ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვას,ხატვის და ცეკვის მასტერ-კლასებს, იოგას სუფთა ჰაერზე, მხატვრების და ფოტოგრაფების გამოფენას,არტ-ობიექტების და გრაფიტის შექმნას,ბავშთა ზონას სპორტული და სახალისო აქტივობებით, ფუდ-ზონას ( ალკოჰოლის და ხორც-პროდუქტების გარეშე) , “მერაბის” ცხოველთა თავშესაფარის ზონას, ქართული და უცხოური ფილმების ჩვენებას ღია ცის ქვეშ, წარმოდგენილი იქნება Fire Show ,მუსიკალური ჯგუფები, DJ. დასწრება და მონაწილეობა უფასოა! მისამართი: 6 მაისის პარკი (ბათუმი) დასაწყისი: 8 ივლისი, 12:00 საათზე დასასრული: 10 ივლისი, 23:59 საათზე (NS)
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)