21:03 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-06 13:25:42, 1969 ნახვა

საზოგადოება
არასამთავრობო ორგანიზაციები: რუსეთის მიზანს წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების სრული ანექსია

არასამთავრობო ორგანიზაციები ბერშუეთში ე.წ სასაზღვრო ბანერის აღმართვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

არასამთავრობოები საქართველოს ხელისუფლებასა და საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავენ, რომ გაიმართოს შეხვედრა უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ფორმატის ფარგლებში, რომელზეც საქართველოსა და მისი მოქალაქეების წინაშე დღეს არსებული  საფრთხეები განიხილონ.

„2017 წლის 4 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის რაიონის სოფელ ბერშუეთის მიმართულებით არსებულ საოკუპაციო ხაზზე ე.წ სასაზღვრო ბანერი აღმართეს. მოსკოვის მხრიდან გრძელდება საქართველოს ტერიტორიების მიტაცება და მშვიდობიან მოსახლეობაში შიშის დანერგვა. ამასთან, სახეზე გვაქვს რუსეთის მიერ უკანასკნელ პერიოდში წარმოებული ანექსიური პოლიტიკის გაგრძელება. აღნიშნული ვითარება წარმოადგენს უაღრესად სერიოზულ გამოწვევას ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და საქართველო-რუსეთის შორის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისთვის. რუსეთი აგრძელებს ძირითადი საერთაშორისო ნორმების და 2008 წლის 15 აგვისტოს შეთანხმების უხეშ დარღვევას. აშკარაა, რომ რუსეთის მიზანს წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების სრული ანექსია და საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილება.

ჩვენ მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო თანამეგობრობის, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში, პოზიციის მობილიზაციასთან ერთად, დაუყოვნებლივ გაიმართოს შეხვედრა უშიშროების საბჭოს ან/და უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ფორმატის ფარგლებში, რომელზეც განხილული იქნება საქართველოსა და მისი მოქალაქეების წინაშე დღეს არსებული მყისიერი საფრთხეები, ასევე ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უაღრესად სერიოზული გამოწვევები, რაც გამოიხატება ე.წ. ბორდერიზაციის, მცოცავ ოკუპაციასა და მოსალოდნელ ანექსიაში. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ფუნდამენტურად გადაიხედოს რუსეთთან ურთიერთობის სტრატეგია. ამასთან, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ შექმნილ ვითარებაში აუცილებელია ანტი-ანექსიური სტრატეგიის შემუშავება და მისგან გამომდინარე ადეკვატური მოქმედებების დაგეგმვა, რაც მსგავსი კრიზისების დროს მათზე რეაგირების ქმედითი გეგმისა და სტანდარტული ოპერატიული პროცედურების შემუშავებას გულისხმობს“,- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, აღნიშნულ განცხადებას ხელს შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები აწერენ: საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი, მედიის განვითარების ფონდი (MDF), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა ( GDI), საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (GFSIS), საქართველოს ატლანტიკური საბჭო, მწვანე ალტერნატივა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics