|
2017-07-06 13:25:32, 1919 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს მთავრობამ მეფუტკრეობის მხარდამჭერი ახალი სახელმწიფო პროგრამა მიიღო
დღეს გამართულ სხდომაზე საქართველოს მთავრობამ „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის“ სახელმწიფო პროგრამა მიიღო, რომლის ფარგლებშიც საქართველოში პირველად თაფლის კოოპერაციული საწარმო შეიქმნება. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია თაფლის გადამამუშავებელი საწარმოს აშენება, რომელიც თაფლის მწარმოებელ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს გადაეცემა პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებებისა და მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში. მათივე ინფორმაციით, საწარმო აღიჭურვება თაფლის წარმოების სრული ციკლისათვის საჭირო თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი დანადგარებით, სადაც შესაძლებელი იქნება დღეში არანაკლებ ორი ტონა თაფლის გადამუშავება და ერთგვაროვანი თაფლის მიღება, მოეწყობა სასაწყობე ინფრასტრუქტურა. პროექტის სავარაუდო ღირებულება 900 000 ლარია. წარმოებული თაფლის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, პროგრამაში მონაწილე კოოპერატივს დაეკისრება ვალდებულება დაიცვას „თაფლის ტექნიკური რეგლამენტი“, დანერგოს მიკვლევადობისა და HACCP-ის სისტემები. პროგრამის ფარგლებში მონაწილისათვის HACCP-ის სისტემის დანერგვისათვის საჭირო მომსახურების მიწოდებას უზრუნველყოფს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო. მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლებმაც გაზარდეს სკების რაოდენობა და შესაბამისად თაფლის წარმოება, ახლა უკვე შესაძლებლობა აქვთ, სახელმწიფო პროგრამაში ჩართვით, თაფლის კოოოპერაციულ საწარმოში გადაამუშაონ წარმოებული თაფლი და მისცენ მას საბოლოო სასაქონლო სახე. თაფლის წარმოების გაზრდის მიზნით, სახელმწიფო ახორციელებს მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამას, რომლის ფარგლებშიც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს გადაეცათ სკები, თაფლის საწურები და თაფლის შესანახი ავზები 70%-იანი თანადაფინანსებით. სულ პროგრამის ფარგლებში 164 კოოპერატივს გადაეცა 13 931 სკა. 28 კოოპერატივს გადაეცა 28 თაფლის საწური და 27 კოოპერატივს გადაეცა 61 400 ლიტრის ტევადობის 713 ავზი. „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის“ ახალ სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომელთა მეპაიეები არიან მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები. სახელმწიფო პროგრამის მიზანია მეფუტკრეობის, როგორც სოფლის მეურნეობის ეკონომიკურად ეფექტიანი და მზარდი საექსპორტო პოტენციალის მქონე დარგის განვითარება, დარგში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით მეფუტკრეობის პროდუქციის წარმოების ზრდა და ხარისხის გაუმჯობესება, სოფლად მოსახლეობის დასაქმების და სიღარიბის დაძლევის ხელშეწყობა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობისა და გაძლიერების გზით. (NS)
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)