21:03 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-06 11:12:06, 2021 ნახვა

საზოგადოება
წინანდალის ფესტივალისთვის მზადება იწყება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წინანდალში 2019 წელს დაგეგმილ ფესტივალს გამოეხმაურა.

მისი თქმით, წინანდლის ფესტივალს სახელმწიფო კერძო სექტორთან ერთად აფინანსებს. პრემიერი ამბობს, რომ მაღალი ხარისხის მუსიკალური ფესტივალის შექმნისათვის მზადება  დღეს იწყება:

„წინანდალში 2019 წლიდან დაწყებული ყოველწლიურად აგვისტო-სექტემბერში ჩატარდება  კლასიკური მუსიკის ფესტივალი, რომელზეც გვექნება უმაღლესი დონის არტისტების შესრულება. მაგრამ, ამავე დროს, ამ ფესტივალს ექნება განათლების მიმართულება, კომპონენტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ეს პროექტი „სილქ გროუფ ჯგუფთან“ ერთად ხორციელდება, ტურიზმის ადმინისტრაცია ახორციელებს თანადაფინანსებას. მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ორგანიზებაში არინ ჩართული ის ადამიანები, რომლებიც ფესტივალებს აკეთებენ ევროპის მასშტაბით და ყველაზე ცნობილი ფესტივალები არის ამ პროფესიონალების გაკეთებული და ისინი იქნებიან უშუალოდ ჩართული. ევრიპიდან და ისრაელიდან არიან ძაიან ცნობილი ადამიანები ჩართული ფესტივალის ორგანიზებაში. ჩვენ გვექნება წინანდალი, როგორც კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი კერა, რომელიც გახდება საერთაშორისო კლასიკური მუსიკის ცენტრი. ეს იქნება მთელი კახეთის და საქართველოს მასშტაბით მნიშვნელოვანი ეფექტის მომტანი”,-აღნიშნა პრემიერმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics