|
2017-07-04 22:47:28, 2142 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: რუსეთი მოქმედებს შუასაუკუნებრივი ლოგიკით, რომლზეც დიდი ხანია კაცობრიობამ უარი თქვა
„ჩვენ არასოდეს შევეგუებით იმ ისტორიულ უსამართლობას და ვანდალიზმს, რაც ხდება ჩვენს მიწა-წყალზე და ეს შეუგუებლობა მიგვიყვანს ჩვენ ჩვენი სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, რუსეთი საქართველოს ერთიანობის შესარყევად, გამიზნულ პოლიტიკას იყენებს და ამასთან შეგუება დაუშვებელია. ”ამ ვითარებას რამდენიმე კომპონენტი გააჩნია - პირველი ეს არის რუსეთის ფედერაცია, რომელიც 21-ე საუკუნეში ერთდროულად ცდილობს, იყოს გლობალური პოლიტიკის მოთამაშე, ცდილობს იყოს იმ დიდ ქვეყანათა შორის, რომლებიც განაპირობებენ ჩვენს პლანეტაზე წესრიგს და ამავე დროს აქვე, ევროპის ტერიტორიაზე, საქართველოში მოქმედებს სრულიად შუასაკუნებრივი ლოგიკით, სადაც დამოკიდებულება არის ასეთი - მე რადგან გამაჩნია იარაღი, მე გამაჩნია ძალაუფლება, მე მაქვს შენს ტერიტორიაზე განთავსებული სამხედრო შენაერთები, მე ყოველდღიურად შეგიქმნი სირთულეს ყოველდღიურად, მე შენს მოქალაქეებს, რომლებსაც არაფერი არ დაუშავებიათ, ყოველდღიურად შევავიწროვებ. ეს არის ის შუასაუკუნებრივი ლოგიკა, რომლზეც დიდი ხანია კაცობრიობამ უარი თქვა. რუსეთის ფედერაციას აქვს ერთი რიტორიკა, ჩვენ უნდა დავაკვირდეთ, კარგად შევისწავლოთ რას ამბობენ რუსები - ისინი გვეუბნებინ ჩვენ ძალიან მტკივნეულ რამეს, რომ მიიღეთ რეალობაო. ეს არის გამიზნული პოლიტიკა, რომ შეარყიოს ჩვენი მდგრადობა, ერთიანობა და სრული მიუღებლობა საქართველოს ოკუპაციის“, - განაცხადა პრეიზდენტმა. ცნობისთვის, რუსმა სამხედროებმა სოფელ ბერშუეთთან ე.წ საზღვრის ახალი მანიშნებელი ბანერები დაამონტაჟეს.
ტრამპი იმედოვნებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 11 მაისის შემდეგ გაგრძელდება
9 მაისი ევროპის დღეა - ექსპო-ჯორჯიაში ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნა გამოფენებებს აწყობს
აშშ-მ სანქციები დაუწესა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც ირანს „შაჰედის“ წარმოებაში ეხმარებიან
პაპუაშვილი - ვერ მივიღებთ ჩვენი ისტორიის გადაწერისკენ მიმართულ კამპანიებს, ეს დევს მოწოდებებში, რომ 9 მაისი აღინიშნოს 8 მაისს, 9 მაისი „რუსულია“, რვა - „ევროპული“, ეს არჩევანი ყალბია
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)